logo_geo
გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად ჩარლზ მესამეს ოფიციალურად დღეს გამოაცხადებენ
- +

10 სექტემბერი. 2022. 12:37

 

 

გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად დღეს ჩარლზ მესამეს ოფიციალურად გამოაცხადებენ. მეფედ კურთხევის ცერემონია წმინდა ჯეიმსის სასახლეში გაიმართება, სადაც ახალი მონარქი ქვეყნის ერთგულების ფიცს დადებს.

 

73 წლის პრინცმა ჩარლზმა მეფის ტიტული დედის გარდაცვალების შემდეგ გადაიბარა, უფროსი ვაჟი უილიამი კი უელსის პრინცად გამოაცხადა.

 

ელისაბედ II 8 სექტემბერს გარდაიცვალა. დედოფლის გარდაცვალების გამო გაერთიანებულ სამეფოში 10-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

 

წუხელ მეფე ჩარლზმა თანამოქალაქეებს მიმართა. ახალმა მონარქმა დედის დამსახურებებზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ დედის მემკვიდრეობას ღირსეულად გააგრძელებს.

 

 

 

big_banner
არქივი