logo_geo
უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში ქალაქი კუპიანსკი გაათავისუფლა
- +

10 სექტემბერი. 2022. 14:51

 

 

უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში ქალაქი კუპიანსკი გაათავისუფლა.

 

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ხარკოვის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა, ნატალია პოპოვამ განაცხადა.

 

პოპოვამ ასევე გამოაქვეყნა უკრაინელი სამხედროების ფოტო დროშით, რომელიც კუპიანსკის საკრებულოს შენობის წინ არის გადაღებული.

 

ამასთან, დღეს ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული შენაერთების მიერ კუპიანსკის აღება მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება რუსეთისთვის.

 

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობამ დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიაშიც აღმართა უკრაინის დროშა.

 

 

big_banner
არქივი