logo_geo
სერგეი ლავროვმა კოლეგებს მოუწოდა, არ შეახსენონ ამერიკელებს რუსეთის დელეგაციის ვიზების შესახებ
- +

10 სექტემბერი. 2022. 16:16

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სთხოვა კოლეგებს, არ შეახსენონ შეერთებულ შტატებს, რომ რუსეთის დელეგაციას სჭირდება ამერიკული ვიზები გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად.

 

„მე ვუთხარი ჩემს კოლეგებს: მათი შეხსენება აღარ არის საჭირო, ამერიკელებს აქვთ თავიანთი ვალდებულებები, გაეროს გენერალურ მდივანს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ყველა დელეგაციის მონაწილეობა გაეროს ღონისძიებებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, გენერალურ ასამბლეაში. ვნახოთ“, - განაცხადა ლავროვმა.

 

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციამ აშშ-ს 56 ვიზა მოსთხოვა, რათა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ერთად დელეგაცია გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე გამგზავრებულიყო, თუმცა არცერთი არ მიუღია.

 

 

big_banner
არქივი