logo_geo
დიდ ბრიტანეთში დედოფლის დაკრძალვის დღე ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა
- +

10 სექტემბერი. 2022. 16:44

 

 

გაერთიანებულ სამეფოში დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის დღე ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილება ოფიციალურად მეფე ჩარლზ III-მ ლონდონის წმინდა ჯეიმსის სასახლეში „საიდუმლო საბჭოს“ პირველ შეხვედრაზე დაამტკიცა.

 

ამასთან, დედოფლის დაკრძალვის თარიღი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, თუმცა, მედიის ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, 19 სექტემბერს დაკრძალავენ.

 

მონარქის გარდაცვალების მომდევნო პროცედურები გაწერილია პროტოკოლების მკაცრ კომპლექტში, სახელწოდებით „ოპერაცია ლონდონის ხიდი“ (Operation London Bridge).

 

 

big_banner
არქივი