logo_geo
უკრაინელი სამხედროები ლისიჩანსკის გარეუბანში შევიდნენ და ქალაქს უტევენ
- +

10 სექტემბერი. 2022. 18:58

 

 

უკრაინელი სამხედროები უკვე იმყოფებიან ლისიჩანსკის გარეუბანში, ლუგანსკის რეგიონში. დეტალები ჯერ არ გამჟღავნებულა. ამის შესახებ გამოცემა „Суспільне“ წერს.

 

როგორც გაზეთი აღნიშნავს, ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ დაადასტურა.

 

„ლისიჩანსკი. მშვენიერი უკრაინული ქალაქი! ოჰ, და სარესტავრაციო სამუშაოები“, - წერს გაიდაი თავის Telegram არხზე.

 

ცნობისთვის, ლისიჩანსკი ამ დროისთვის რუსების მიერ არის დროებით ოკუპირებული.

 

 

big_banner
არქივი