logo_geo
ანალენა ბერბოკი კიევის ოლქში იმყოფება: რასაც აქ ვხედავ, საშინელებაზე მეტია, ცხადია, რომ აქ სპეციალურად განათავსეს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები
- +

10 სექტემბერი. 2022. 21:02

 

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კიევის ოლქის ველიკა დიმერიკაში იმყოფება. მისი თქმით, ადგილზე ნანახით შოკირებულია.

 

„რასაც აქ ვხედავ, საშინელებაზე მეტია. ცხადია, რომ აქ სპეციალურად განათავსეს არამხოლოდ ტანკსაწინააღმდეგო, არამედ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებიც. აქ, სადაც ეს დამალული იარაღები ყოველდღიურად ემუქრებიან ბავშვების, ქალებისა და ოჯახების სიცოცხლეს, ჩვენი მხარდაჭერილი პროექტები ცოტათი მეტ თავისუფლებასა და დაცულობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ბერბოკმა.

 

ბერბოკმა, ასევე, დასძინა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის განაღმვით სამუშაოებში დახმარებას.

 

 

big_banner
არქივი