logo_geo
საბერძნეთის პრემიერი: მოსახლეობა უნდა მოემზადოს ძალიან რთული ზამთრისთვის
- +

11 სექტემბერი. 2022. 13:32

 

 

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მოსახლეობა უნდა მოემზადოს „ძალიან რთული ზამთრისთვის“, რაც განპირობებული იქნება გაზის ფასის ზრდით. ამის შესახებ მიცოტაკისმა თესალონიკის 86-ე საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მან გაზის საფასურის ზრდაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა. მიცოტაკისმა ასევე განაცხადა, რომ ვერცერთი მთავრობა ვერ გაუმკლავდება მარტივად საწვავის ათმაგ გაძვირებას.

 

„მოსკოვს სურს, ენერგეტიკული არასტაბილურობა პოლიტიკურ არასტაბილურობად აქციოს. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, იმიტომ რომ მხარს ვუჭერთ დემოკრატიასა და თავისუფლებას. გარდა ამისა, ჩვენ თვითონაც ვიცით, რას ნიშნავს, იღებდე მუქარებს მეზობლისგან“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

big_banner
არქივი