logo_geo
უკრაინის გენშტაბი: გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად რუსების მიერ ჩადენილი 200-მდე სამხედრო დანაშაული ფიქსირდება
- +

13 სექტემბერი. 2022. 09:31

 

 

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად ფიქსირდება რუსების მიერ ჩადენილი 200-მდე სამხედრო დანაშაული. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის დილის მოხსენებაშია აღნიშნული.

 

„გათავისუფლებულ ქალაქებსა და სოფლებში ნაღმების საშიშროება კვლავ მაღალია, ათ რეგიონში 70 ათასზე მეტი კვადრატული კილომეტრი დანაღმულია საბრძოლო მასალითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით. თავდაცვის ძალები იღებენ ზომებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ მშვიდობიანი ცხოვრება მოქალაქეებმა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

 

 

big_banner
არქივი