logo_geo
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე პრესტიჟული რუსული არმია დაამარცხეს
- +

13 სექტემბერი. 2022. 12:35

 

 

ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის პირველი გვარდიის სატანკო არმია დაამარცხეს, რომელთა დანიშნულება მოსკოვის დაცვა და ნატო-სთან ომის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევა იყო, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო  იუწყება.

 

დაზვერვის თანახმად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ხარკოვის ოლქიდან გაყვანილი ქვედანაყოფები პირველი სატანკო არმიის შემადგენლობაში შედიოდნენ, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქს ექვემდებარება.

 

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწყის ეტაპზევე გვარდიის პირველმა სატანკო არმიამ მძიმე დანაკარგი განიცადა და ხარკოვის ოლქში უკრაინის არმიის კონტრშეტევამდე ძალების სრულად აღდგენა ვერ შეძლო“, - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილის, პირველი სატანკო არმიის დანიშნულება მოსკოვის დაცვა და ნატოსთან ომის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევაა.

 

ანგარიშის მიხედვით, პირველი სატანკო არმიისა და დასავლეთის სამხედრო ოლქის სხვა ფორმირებების სერიოზულად დეგრადირებამ ქვედანაყოფები მნიშვნელოვნად დაასუსტა.

 

big_banner
არქივი