logo_geo
რომის პაპი ყაზახეთში ჩაფრინდა
- +

13 სექტემბერი. 2022. 17:59

 

 

რომის პაპი ფრანცისკე ყაზახეთში ჩაფრინდა, სადაც რელიგიათშორის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ france24.com იუწყება.

 

პაპი ყაზახეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სამდღიან ვიზიტს აწყობს პოსტსაბჭოთა სივრცეში მშვიდობისა და დიალოგის უზრუნველსაყოფად.

 

რელიგიათშორის სამიტში 50 ქვეყნის 100 დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

 

„იქნება დიალოგი, დაახლოება, სხვადასხვა რელიგიის და კულტურის წარმომადგენლებს შორის მშვიდობის მოძებნა ამ ვიზიტის ძირითადი მიზანია“, - განაცხადა ვატიკანის პრესმდივანმა მატეო ბრუნიმ.

 

პაპი ფრანცისკე უკვე შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ ტოკაევს.

 

 

big_banner
არქივი