logo_geo
უკრაინის ძალები რუსეთს გამარჯვებისთვის ებრძვიან და არა კრემლთან სალაპარაკოდ - დმიტრო კულება
- +

13 სექტემბერი. 2022. 19:33

 

 

რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებზე სერიოზულად მხოლოდ მას შემდეგ ილაპარაკებს, რაც მისი არმიის პოზიციები მაქსიმალურად იქნება შესუსტებული, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის არმიას გამარჯვებისთვის ებრძვიან და არა კრემლთან სალაპარაკოდ.

 

„რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკებებზე სერიოზულად მხოლოდ მას შემდეგ ილაპარაკებს, რაც მისი არმიის პოზიციები მაქსიმალურად იქნება შესუსტებული. ახლა კრემლი მოთხოვნების შესრულებაზე საუბრობს. უკრაინის ძალები რუსეთის არმიას გამარჯვებისთვის ებრძვიან და არა კრემლთან სალაპარაკოდ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ამავდროულად, დიპლომატი დარწმუნებულია, რომ მოსკოვის მიზნები უცვლელი დარჩა.

 

„რუსეთს სურს უკრაინის სრული დამარცხება. აქამდე მათ ვერ მოახერხეს ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია, მაგრამ არავის ეპარება ეჭვი, რომ რუსეთის საბოლოო მიზნებში უკრაინის ტერიტორიების დაკავებაა“, - დასძინა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

 

 

big_banner
არქივი