logo_geo
უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს
- +

13 სექტემბერი. 2022. 20:12

 

 

უკრაინის არმიამ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში გაათავისუფლა ხარკოვის ოლქში 300-ზე მეტი დასახლება  - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„ხარკოვის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია, როგორც დაგეგმილი იყო, რამდენიმე დღე გაგრძელდა. 6 სექტემბრიდან დღემდე, 3 800 კვადრატული კილომეტრი და 300-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა. 150 000-ზე მეტი უკრაინელი გათავისუფლდა ოკუპაციისგან, სადაც ისინი ფაქტობრივად მძევლები იყვნენ“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი.

 

მალიარის თქმით, კონტრშეტევა მიდის როგორც დაგეგმილი იყო და გაგრძელდება მანამ, სანამ ხარკოვის ოლქის მთელი ტერიტორია არ გათავისუფლდება.

 

 

big_banner
არქივი