logo_geo
ოლაფ შოლცმა და ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს
- +

13 სექტემბერი. 2022. 21:15

 

 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას და რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, გააგრძელოს გაეროს მიერ მხარდაჭერილი მარცვლეულის შეთანხმების სრულად განხორციელება.

 

„ფედერალურმა კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება და არავითარ შემთხვევაში არ იქნება აღიარებული“, - განაცხადეს ფედერალური კანცლერის პრესსამსახურში.

 

 

big_banner
არქივი