logo_geo
დმიტრი მედვედევი: კიევმა წარმოშვა „უსაფრთხოების გარანტიების“ პროექტი, რომელიც მესამე მსოფლიო ომის პროლოგია
- +

13 სექტემბერი. 2022. 23:12

 

 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ კიევის პროექტი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ არის პირველი ნაბიჯი გლობალური კონფლიქტისკენ.

 

„კიევმა წარმოშვა „უსაფრთხოების გარანტიების“ პროექტი, რომელიც არსებითად მესამე მსოფლიო ომის პროლოგია. რა თქმა უნდა, არავინ მისცემს „გარანტებს“ უკრაინელ ნაცისტებს“, - აღნიშნავს მედვედევი.

 

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ასევე, შეეხო, კიევის იარაღის მიწოდების ზრდას და აღნიშნა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს სამხედრო კამპანიის სხვა დონეზე გადასვლა.

 

„ჩვენმა მოსისხლე მეგობრებმა - სხვადასხვა კალიბრის დასავლელმა ბოსებმა, რომელთაც ეკუთვნით ისტერიული მიმართვა (საუბარია უსაფრთხოების შესახებ კიევის შეთანხმების პროექტზე, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა) - საბოლოოდ უნდა გაიგონ ერთი მარტივი რამ. ეს პირდაპირ ეხება ნატოსა და რუსეთს შორის ჰიბრიდულ ომს. თუ ეს იდიოტები გააგრძელებენ კიევის რეჟიმის ყველაზე სახიფათო ტიპის იარაღებით დატენას, ადრე თუ გვიან, სამხედრო კამპანია სხვა დონეზე გადავა“, - დასძენს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,

 

მისი თქმით, ამ კამპანიას არ ექნება ხილული საზღვრები და მხარეთა ქმედებები პოტენციურად არაპროგნოზირებადიც კი გახდება.

 

„დასავლეთის ქვეყნები ვერ შეძლებენ თავის სუფთა სახლებსა და ბინებში მშვიდად ყოფნას, რადგან მათ ირგვლივ ყველაფერი იფეთქებს“, - დასძენს მედვედევი.

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ პროექტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი ეხება ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ავსტრალიასა და თურქეთს და ითვალისწინებს უცხოური ინვესტიციების განხორციელებას უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ბაზაზე, იარაღისა და დაზვერვის ფართომასშტაბიან გადაცემას, სამხედრო წვრთნებს ქვეყანაში უცხოელი ინსტრუქტორებისა და მრჩევლების ჩართულობით. დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა დაამყარონ იარაღის მუდმივი მიწოდება კიევისთვის და დაეხმარონ მას ფინანსურად.

 

 

big_banner
არქივი