logo_geo
ბორელმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა
- +

14 სექტემბერი. 2022. 00:25

 

 

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა.

 

ბორელი აღნიშნა, რომ ერთ დღესმ ან კვირას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზამთრის დადგომასთან ერთად, საომარი მოქმედებების წარმოება უკრაინის აღმოსავლეთში ბევრად უფრო გართულდება.

 

„როდესაც პუტინმა ეს ომი დაიწყო, ვის შეეძლო ეწინასწარმეტყველა, რომ რუსული არმია იძულებული გახდებოდა თავდაცვაზე გადასულიყო და რეალურად უკან დაეხია? ვინ წარმოიდგენდა ამას?“ - აღნიშნა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

 

 

big_banner
არქივი