logo_geo
ფედოროვი: დამპყრობლები მელიტოპოლიდან ყირიმისკენ გარბიან
- +

14 სექტემბერი. 2022. 01:06

 

 

„რუსი დამპყრობლები მელიტოპოლიდან ყირიმისკენ გარბიან“, - ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.

 

„დამპყრობლები მელიტოპოლიდან გაიქცნენ დროებით ოკუპირებული ყირიმისკენ. ჩონგარის საგუშაგოზე უკვე დამაგრებულია სამხედრო ტექნიკის სვეტები. ეს მოსალოდნელი იყო - უკრაინის სწრაფი შეტევა მათ შანსს არ უტოვებს“, - აღნიშნავს  მელიტოპოლის მერი.

 

როგორც მერმა განაცხადა, იმისათვის, რომ მოპარული საქონელი ზაპოროჟიეს ოლქიდან გამოიტანონ, „მსოფლიოს მეორე არმიის“ სამხედროები უკვე არღვევენ ავტოფარეხებს და იპარავენ სამოქალაქო მანქანებს.

 

 

big_banner
არქივი