logo_geo
პენტაგონი: უკრაინის კონტრშეტევა სიურპრიზი მხოლოდ რუსეთისთვის იყო
- +

14 სექტემბერი. 2022. 09:38

 

 

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა მოკავშირეებისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, – ეს განცხადება პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა გააკეთა.

 

„ვფიქრობ, ვინმე თუ იყო გაოცებული, სავარაუდოდ, ეს რუსები იყვნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოავლინეს უკრაინელებმა გამაოგნებელი ადაპტაციის უნარი და საბრძოლო შესაძლებლობის გამოყენების ეფექტურობა. ამიტომ, ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ ისინი ისე სწრაფად მოქმედებენ, როგორც ვნახეთ“, – განაცხადეს პენტაგონში.

 

 

big_banner
არქივი