logo_geo
ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა იყო
- +

14 სექტემბერი. 2022. 10:04

 

 

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა იყო. რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაპირისპირება ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სასაზღვრო პოლიციის ჯგუფებს შორის მოხდა.

 

ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, ტაჯიკმა სამხედროებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც ყირგიზმა მესაზღვრეებმა მათ ქვეყნებს შორის სადავო ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

 

ცნობისთვის, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის ტერიტორიების გამო კონფლიქტი გასულ წელს განახლდა, რასაც გასულ წელს სულ მცირე 55 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

big_banner
არქივი