logo_geo
რამზან კადიროვი: „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დიდი ხანია საომარ მოქმედებებში გადაიზარდა
- +

15 სექტემბერი. 2022. 01:31

 

 

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დიდი ხანია უკვე საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. ამის შესახებ კადიროვი ტელეგრამ არხზე წერს.

 

ამასთან, კადიროვის თქმით, ჩეჩნეთი მზად არის, უკრაინაში დამატებით 9000 ადამიანი გაგზავნოს.

 

მან დასძინა, რომ ჩეჩნური შენაერთები გააგრძელებენ ომს უკრაინაში, მაშინაც კი თუ  „სამხედრო ოპერაცია“ დასრულდება.

 

„რაც შეეხება „სპეცოპერაციის“ ჩატარებას, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ გადაიზარდა საომარ მოქმედებებში. თუ „სპეცოპერაცია“ დამთავრდება, ჩვენი ომი ამ ეშმაკებთან არ დასრულდება. ჩვენ უნდა გავანადგუროთ ისინი. ჩვენ გავიმარჯვებთ, თუნდაც დავიხოცოთ სამოთხეში ვიქნებით“, - აცხადებს კადიროვი.

 

აღსანიშნავია, რომ  ხარკოვის ოლქიდან რუსული ჯარების უკან დახევის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „შეცდომები იქნა დაშვებული“.

 

კადიროვმა თქვა, რომ უკრაინამ დასავლეთისგან იმაზე მეტი სამხედრო დახმარება მიიღო, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

 

მანვე თქვა, რომ „სამხედრო ოპერაციის“ დასაწყისში  სწორედ „ჩეჩნურმა შენაერთებმა აიღეს ხერსონისა და ხარკოვის ოლქები, ასევე დაიკავეს საპორტო ქალაქი მარიუპოლი“.

 

 

big_banner
არქივი