logo_geo
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა არჩევნების წაგება აღიარა და თანამდებობას ტოვებს
- +

15 სექტემბერი. 2022. 10:26

 

 

შვედეთის მემარცხენე სოციალ-დემოკრატმა პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა არჩევნების წაგება აღიარა და თანამდებობას 15 სექტემბერს დატოვებს.

 

ხმების დათვლის შემდეგ, არჩევნებში გამარჯვება ოთხი პარტიისგან შემდგარმა მემარჯვენე ბლოკმა მოიპოვა. მაგდალენა ანდერსონმა, რომელიც გასულ წელს ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა, განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, მისმა ოპონენტებმა გაიმარჯვეს.

 

როგორც მედია წერს, შედეგები აჩვენებს, რომ „ზომიერები“, „შვედეთის დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ლიბერალები“ ერთი ადგილით ლიდერობდნენ პარლამენტში, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი იღებენ 176 ადგილს 349-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში, მემარცხენე ცენტრისტები კი 173 ადგილს. შედეგი ჯერ კიდევ ოფიციალურად უნდა დადასტურებულა. არჩევნებში 20.6 პროცენტით „შვედეთის დემოკრატები“ ლიდერობს, რომელიც ანტიმიგრაციული განწყობებით გამოირჩევა.

 

 

big_banner
არქივი