logo_geo
რუსეთის არმიამ კრივოი როგზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელა
- +

15 სექტემბერი. 2022. 16:07

 

 

რუსეთის არმიამ კრივოი როგზე კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კრივოი როგის სამხედრო ადამინისტრაციის უფროს ალექსანდრ ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ალექსანდრ ვილკულის თქმით, რუსებმა კრივოი როგის მიმართულებით გაუშვეს ფრთოსანი რაკეტა, რომელიც ერთ-ერთ საწარმოს მოხვდა. წინასწარი ცნობებით, დაღუპულები არ არიან.

 

„მტერს ჩვენი დაშინება სურს ყოველდღიული განგაშით და რაკეტების სროლით, მაგრამ მას არაფერი გამოუვა“, – წერს ვილკული.

 

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს რუსულმა არმიამ კრივოი როგში მდებარე ჰიდროტექნიკური ნაგებობის მიმართულებით რვა ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. შედეგად, მდინარე ინჰულეცში წყლის დონემ მოიმატა, დაიტბორა 112 სახლი. ზოგიერთ რაიონში მოქალაქეებს წყალი არ მიეწოდებათ.

 

 

big_banner
არქივი