logo_geo
ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის სამხედრო აღჭურვილობით მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
- +

15 სექტემბერი. 2022. 20:59

 

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო აღჭურვილობით მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

„ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მივმართავ: აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა სამხედრო აღჭურვილობით, რომელიც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად. მათ დაადასტურეს, რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, თუ კარგად არიან აღჭურვილნი. ეს არის ზოგადი რეკომენდაცია ყველა წევრი სახელმწიფოსთვის“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი