logo_geo
ბაიდენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 600-მილიონიანი ახალი პაკეტი დაამტკიცა
- +

16 სექტემბერი. 2022. 10:00

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარების 600-მილიონიანი ახალი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

 

„მე, როგორც პრეზიდენტს, კონსტიტუციით და ამერიკის შეერთებული შტატების კანონებით მინიჭებული უფლებამოსილებით, მათ შორის 1961 წლის საგარეო დახმარების აქტის (FAA) 621-ე მუხლის ჩათვლით, სახელმწიფო მდივანს უფლებამოსილებას ვანიჭებ, მიმართოს თავდაცვის დეპარტამენტს უკრაინის შემდგომი დახმარების თაობაზე“, - ნათქვამია ბაიდენის ბრძანებაში.

 

ამასთან, პენტაგონმა დააზუსტა, რომ სამხედრო დახმარების პაკეტში შედის ჭურვები HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის, მაღალი სიზუსტის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი და ოთხი საარტილერიო რადარი.

 

გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს ოთხ სატვირთო მანქანას და რვა ტრაილერს და ღამის ხედვის მოწყობილობებს.

 

უკრაინული მედია წერს, რომ ომის დაწყების დღიდან ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას  დაახლოებით 15,8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.

 

 

big_banner
არქივი