logo_geo
Reuters: ჩინეთის პრეზიდენტმა პუტინთან და სხვა მოკავშირეებთან სადილს თავი აარიდა
- +

16 სექტემბერი. 2022. 10:50

 

 

უზბეკეთში მიმდინარე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გამართული შეხვედრების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი „კორონავირუსით დაინფიცირების რისკის გამო“, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და სხვა სახელმწიფოების ლიდერებთან სადილზე არ გამოცხადდა, - ამის შესახებ Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

 

უზბეკეთის მთავრობაში მყოფმა წყარომ სადილზე ჩინეთის პრეზიდენტის არყოფნა დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩინეთის დელეგაციამ მიზეზად კორონავირუსის მიმართ თავისი პოლიტიკა დაასახელა.

 

გავრცელებულ ინფორმაციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

 

ცნობისთვის, სი ძინპინი 15 სექტემბერს ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

 

 

big_banner
არქივი