logo_geo
იტალიის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობას სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
- +

16 სექტემბერი. 2022. 10:50

 

 

იტალიის ცენტრალურ ნაწილში, მარკეს რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში 400 მილიმეტრის ოდენობის ნალექი მოვიდა, რის შედეგადაც ანკონისა და პეზარო-ურბინოს პროვინციების რამდენიმე ქალაქში ქუჩები დაიტბორა.

 

სტიქიის გამო, მემარცხენე-ცენტრისტულმა დემოკრატიულმა პარტიამ რეგიონში საარჩევნო კამპანია შეაჩერა.

 

 

big_banner
არქივი