logo_geo
შოლცი: გერმანიის არმია ევროპის საუკეთესოდ აღჭურვილი არმია უნდა გახდეს - გერმანია მზად არის, ევროპის უსაფრთხოებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აიღოს
- +

16 სექტემბერი. 2022. 20:21

 

 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიის არმია ევროპის საუკეთესოდ აღჭურვილი არმია უნდა გახდეს და რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს, ძირითადი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

 

„ჩვენი არმია უნდა გახდეს თავდაცვის ქვაკუთხედი ევროპაში, საუკეთესოდ აღჭურვილი ძალა ევროპაში“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

 

„ჩვენ დამაჯერებლად ვაცხადებთ: გერმანია მზად არის, აიღოს ძირითადი პასუხისმგებლობა ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

 

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამჟამად წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს ნატოს ალიანსისთვის.

 

 

big_banner
არქივი