logo_geo
ალიევი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კავკასიაში ვითარება დასტაბილურდეს
- +

16 სექტემბერი. 2022. 21:59

 

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უზბეკეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

 

შეხვედრაზე სომხეთთან არსებული დაძაბული ვითარების შესახებ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი კავკასიაში ვითარების დასტაბილურებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

 

„ამჟამად მთავარი საკითხი არ არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის დანგრევა, ამ მიმართულებით პროგრესის მიღწევა. ამ პროცესში რუსული მხარეც წვლილი შეაქვს. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვიცე-პრემიერების დონეზე.

 

აზერბაიჯანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ხელმოწერილი სამმხრივი დეკლარაციის ვალდებულებების შესრულების ერთგულია“, - განაცხადა ალიევმა.

 

 

big_banner
არქივი