logo_geo
ზელენსკი: ამ ომის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია
- +

16 სექტემბერი. 2022. 23:32

 

 

საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სწრაფი კონტრშეტევა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია იმის ვარაუდი, რომ ომი საბოლოო ფაზაში შევიდა.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინის ჯარის მიერ მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ ომის მსვლელობა შეიცვალა.

 

„ამ ომის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

„ჩვენ ვისურვებდით მეტ დახმარებას თურქეთისგან. ვისურვებდით მეტ დახმარებას სამხრეთ კორეისგან. მეტს არაბული მსოფლიოსგან, აზიისგან“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი