logo_geo
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ერთმანეთს დაბომბვაში ადანაშაულებენ
- +

17 სექტემბერი. 2022. 01:43

 

 

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა, მიუხედავად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, ერთმანეთი დაბომბვაში კვლავ დაადანაშაულეს.

 

ბიშკეკში აცხადებენ, რომ ტაჯიკეთის სამხედროები აგრძელებენ მათი ჯარების პოზიციების დაბომბვას, დიდი რაოდენობით მსხვერპლია სამხედროებს შორის.

 

„ტაჯიკეთის მხრიდან გრძელდება ყირგიზეთის მხარის პოზიციების დაბომბვა, ზოგიერთ რაიონში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს“, - განაცხადა ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრის წარმომადგენელმა.

 

დუშანბემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ყირგიზეთი იყენებს სამხედრო ვერტმფრენებს და საბრძოლო თვითმფრინავებს ტაჯიკეთში სახლებისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვისთვის.

 

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სიტუაცია 14 სექტემბერს გამწვავდა. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით 16 სექტემბერს დილიდან საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობდა. მხარეები კონფლიქტის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

ყირგიზეთის მხრიდან, სულ მცირე 11 დაღუპულია.

 

 

big_banner
არქივი