logo_geo
უკრაინულმა ძალებმა ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილიც გაათავისუფლეს
- +

17 სექტემბერი. 2022. 10:36

 

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილიც გაათავისუფლეს, რომელიც მდინარე ოსკოლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

 

შესაბამისი ინფორმაცია სოცმედიაში გავრცელდა. ეს ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ ინფორმირებულმა წყარომაც დაუდასტურა. ოფიციალურ კიევს ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

 

იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, გამოდის, რომ უკრაინის არმიას შეუძლია შეტევის გაგრძელება აღმოსავლეთის მიმართულებით ლუგანსკის ოლქისკენ.

 

ცნობისთვის, სექტემბრის დასაწყისში კონტრშეტევის შედეგად უკრაინის ძალებმა ქალაქები ბალაკლია, იზიუმი და ათობით სხვა, უფრო მცირე ზომის დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ასევე, რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქის  ჩრდილოეთ ნაწილიც დატოვეს.

 

 

big_banner
არქივი