logo_geo
ჩარლზ III-მ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილებისთვის უმაღლესი ტიტულების მინიჭებაზე უარი თქვა
- +

17 სექტემბერი. 2022. 11:09

 

 

დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ III-მ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილებისთვის უმაღლესი ტიტულების მინიჭებაზე უარი თქვა. ამის შესახებ „Daily Mail“ წერს.

 

ჩარლზ III თანახმაა, მიანიჭოს 3 წლის არჩის და 1 წლის ლილიბეთს პრინცის და პრინცესას წოდება, მაგრამ უარს ამბობს მათთვის „მისი უდიდებულესობის“ ტიტულის მიცემაზე

 

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის დატოვების შემდეგ ეს ტიტული ჩამორთმეული აქვთ პრინც ჰარისა და მეგან მარკლსაც.

 

 

big_banner
არქივი