logo_geo
ირანმა სომხეთის საზღვართან 50 000 სამხედრო გადაისროლა
- +

17 სექტემბერი. 2022. 14:14

 

 

ირანმა სომხეთის საზღვართან 50 000 სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა. ეს გადაწყვეტილება თეირანმა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი შეტაკების შემდეგ მიიღო. ინფორმაციას uroweeklynews.com ავრცელებს.

 

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის საზღვართან თურქეთმა 45 000 რეზერვისტი გადაისროლა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნასერ კანაანიმ განაცხადა, რომ თეირანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის არანაირ ცვლილებას არ დაუშვებს.

 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ირანელი სამხედროები სომხეთში უკვე ჩავიდნენ და აზერბაიჯანთან საბრძოლო მოქმედებებშიც მონაწილეობენ. ირანის სახმელეთო ძალების სარდალმა მოჰამად პაკპურმა სომხეთის, აზერბაიჯანის და ნახიჭევანის ავტონომიის საზღვარზე მდებარე ნაწილები მოინახულა და შეაფასა მათი საბრძოლო მზადყოფნა, როგორც „ძალზე მაღალი“.

 

 

big_banner
არქივი