logo_geo
ნენსი პელოსი ერევანში ჩავიდა
- +

17 სექტემბერი. 2022. 21:47

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ერევანში ჩავიდა. ამის შესახებ სომხური მედია იტყობინება.

 

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს თან ახლდა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ პალონე, წარმომადგენლები ანა ეშო და ჯეკი სპიერი.

 

მას ზვართნოცის აეროპორტში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი და აშშ-ის ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი დახვდნენ.

 

17-19 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში, პელოსი შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს და სხვა მაღალჩინოსნებს. ისინი განიხილავენ სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების მიმდინარე ვითარებას.

 

პელოსი მედიისთვის პრესკონფერენციასაც გამართავს. აღსანიშნავია, რომ ეს ნენსი პელოსის ერევანში პირველი ოფიციალური ვიზიტია.

 

 

big_banner
არქივი