logo_geo
აზერბაიჯანმა სომხეთს 32 სამხედროს ცხედარი გადასცა
- +

18 სექტემბერი. 2022. 10:58

 

 

აზერბაიჯანმა სომხეთს 32 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცა, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

 

„ბაქომ ერევანს სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად დაღუპული 32 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცა“, - განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არამ ტოროსიანმა.

 

გარდა ამისა, სომხური მხარე იუწყება, რომ მათი მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით დიდია და ამჟამად 135-ს უტოლდება, არიან დაშავებულებიც.

 

 

big_banner
არქივი