logo_geo
ნეპალში მეწყერის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა
- +

18 სექტემბერი. 2022. 11:36

 

 

ნეპალის დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს 22 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 10 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მეწყერი დედაქალაქ კატმანდუდან დასავლეთით 450 კილომეტრში მდებარე აჩჰამის რაიონში ჩამოწვა. ადგილზე სამხედრო მაშველები, პოლიცია და მოხალისეები მუშაობენ. მეზობელ კაილალის რაიონში კი წყალდიდობის გამო ადმინისტრაციულ შენობებში 1 500 ადამიანი გადაიყვანეს.

 

სეზონური წვიმების პერიოდში, რომელიც ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე გრძელდება, წყალდიდობა და მეწყერი ნეპალში ხშირი მოვლენაა.

 

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს სტიქიას ქვეყანაში სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაკარგულად ითვლება.

 

 

big_banner
არქივი