logo_geo
უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში მდინარე ოსკოლი გადალახეს და მარცხენა სანაპირო აიღეს
- +

18 სექტემბერი. 2022. 19:29

 

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მდინარე ოსკოლი გადალახეს და მარცხენა სანაპირო აიღეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი იუწყება.

 

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს ოსკოლი. გუშინდელი დღიდან უკრაინა ასევე აკონტროლებს მარცხენა სანაპიროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ექსპერტების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მდინარე ოსკოლის გავლით რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომ წინსვლას ხელი შეუშალონ.

 

 

big_banner
არქივი