logo_geo
პოდოლიაკი: ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებას ამჟამად აზრი არ აქვს
- +

18 სექტემბერი. 2022. 20:20

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებას ამჟამად აზრი არ აქვს.

 

მისივე თქმით, ამჟამად უკრაინის ამოცანა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაა.

 

„მათ შორის მოლაპარაკების პროცესს აზრი არ აქვს. ჯერ ერთი, რუსეთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ აქვს საკმარისი რესურსი გარკვეული შედეგების მისაღწევად. მეორეც, დღევანდელი ნებისმიერი შეხვედრა არის ტრადიციული რუსული ისტორიის თამაში: სტატუს კვოს დაფიქსირება, ესკალაციის ახალი ეტაპის დაწყება და მესამე, რუსეთმა უნდა აგოს პასუხი დანაშაულებზე და არ დარჩეს დაუსჯელად. ომმა უნდა მიაღწიოს ერთადერთ შესაძლო ფინალს, სხვა გზა არ არის. ამიტომაც ორმხრივი შეხვედრის თემა დღეს დღის წესრიგში არ დგას. უფრო მეტიც, ჩვენ სულაც არ გვაინტერესებს შეხვედრები შეხვედრების ან იგივე ბანალური რუსული მოლაპარაკების „სცენარისთვის“.  ჩვენ დაინტერესებული ვართ ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებით, რუსეთის მნიშვნელოვანი ტაქტიკური დამარცხებით“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

 

 

big_banner
არქივი