logo_geo
ალა პუგაჩოვამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს „უცხო ქვეყნის აგენტების“ სიაში მისი დამატება სთხოვა
- +

18 სექტემბერი. 2022. 20:54

 

 

მომღერალი ალა პუგაჩოვა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართავს და „უცხო ქვეყნის აგენტების“ სიაში მის დამატებას სთხოვს.

 

„გთხოვთ, შემიყვანოთ ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოელი აგენტების რიგებში“, - ნათქვამია პუგაჩოვას მიერ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

ცნობისთვის, 16 სექტემბერს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პუგაჩოვას ქმარი, ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი „უცხო ქვეყნის აგენტთა“ სიაში შეიყვანა.

 

რუსეთში აცხადებენ, რომ კომიკოსი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ამისთვის ფულს უკრაინიდან იღებს.

 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, მაქსიმ გალკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქების დაბომბვა და მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლა სწორედ კრემლის ბრძანებით ხდებოდა.

 

ამჟამად გალკინი კონცერტებით მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. მისი თქმით, კონცერტებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით ომის გამო დაზარალებულ უკრაინელებს დაეხმარება.

 

 

big_banner
არქივი