logo_geo
ლე პენი: ანტირუსულ სანქციებში საფრანგეთის მონაწილეობა გეოპოლიტიკური შეცდომაა
- +

18 სექტემბერი. 2022. 22:36

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში ნაციონალური ასოციაციის ფრაქციის ხელმძღვანელი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ საფრანგეთმა ანტირუსულ სანქციებში მონაწილეობით „გეოპოლიტიკური შეცდომა“ დაუშვა.

 

მისივე თქმით, „ევროკავშირის პოლიტიკა ფედერაციულიდან იმპერიულში გადადის“.

 

„საფრანგეთმა დაუშვა გეოპოლიტიკური შეცდომა რუსეთის წინააღმდეგ შეუფერებელ და არასწორად გააზრებულ სანქციებში მონაწილეობით.

 

ევროკავშირის პოლიტიკა ფედერაციულიდან იმპერიულში გადადის. ბრიუსელის სახიფათო პოზიცია იწვევს მზარდ უარს იმ ძალებს შორის წევრ ქვეყნებში, რომლებიც პრიორიტეტს ეროვნულ ინტერესებს ანიჭებენ“, - განაცხადა ლე პენმა.

 

 

big_banner
არქივი