logo_geo
სომხებმა საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოში შეჭრა სცადეს
- +

19 სექტემბერი. 2022. 00:18

 

 

საფრანგეთში სომხები აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ და მასში შეჭრა სცადეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

 

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის სამართალდამცავმა უწყებებმა საელჩოს შენობის დაცვა სათანადოდ ვერ შეძლეს.

 

„სომეხმა ვანდალებმა ჯერ საელჩოს წინ გადაკვეთეს რკინის ბარიერები, შემდეგ კი ცდილობდნენ შენობის შესასვლელი კარის გატეხვას და შიგნით შესვლას“, - აღნიშნულია აზერბაიჯანული მედიის განცხადებაში.

 

„ბატონო ემანუელ მაკრონ, სირცხვილი საფრანგეთს, რომელიც არ იცავს საელჩოებს და უგულებელყოფს ჩვენს ფუნდამენტურ მოთხოვნებს ჩვენს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩი რაჰმან მუსტაფაევი.

 

 

big_banner
არქივი