logo_geo
კანადის პრემიერი: იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხი რუსეთის ომის დანაშაულების მტკიცებულებაა
- +

19 სექტემბერი. 2022. 23:00

 

 

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ქალაქ იზიუმში აღმოჩენილი მასობრივი სამარხი რუსეთის ომის დანაშაულების მტკიცებულებაა.

 

„დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ დიდი წვლილი შეიტანეს უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ქმედებები აშკარად შეიცავს სამხედრო დანაშაულებს, ყოვლად მიუღებელ დანაშაულებს, რომლებიც ჩვენ ვნახეთ ბუჩასა და უკრაინის მიერ დაბრუნებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილ მასობრივ სამარხებში. საჭიროა შესაბამისი გამოძიება, გამჭვირვალობა, რათა ვლადიმირ პუტინს, მის მხარდამჭერებსა და რუს სამხედროებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ სისასტიკეზე, რომელიც ჩაიდინეს და ახლაც სჩადიან უკრაინაში“, - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

 

15 სექტემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.

 

 

big_banner
არქივი