logo_geo
უკრაინაში აშშ-ის ელჩი: რუსეთთან მოლაპარაკებები და გამარჯვების განსაზღვრა ზელენსკის გადასაწყვეტია
- +

19 სექტემბერი. 2022. 23:11

 

 

უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ უკრაინის დემოკრატიულად არჩეულმა ლიდერმა უნდა გადაწყვიტოს როდის და როგორ გაიმართება რუსეთთან მოლაპარაკებები და გადაწყვიტოს, რა არის გამარჯვება.

 

„ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანია სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და აყვავებული უკრაინა, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი და შეაჩეროს რუსული აგრესია. ამ მიზნის მხარდასაჭერად, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის შესაძლებლობას გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

 

„არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწრაფი ომი. ჩვენ ასევე უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინის შესაძლებლობებს, არა მხოლოდ ბრძოლის ველზე გაიმარჯვოს, არამედ ასევე გაიმარჯვოს სამომავლო უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ჩვენ უკვე ვფიქრობთ ამაზე. ზოგიერთი დახმარება, რომელსაც ჩვენ [უკრაინას] ახლა ვუწევთ, დაეხმარება უკრაინას შექმნას არმია, რომელიც მას თავის დაცვაში დაეხმარება ამ კონკრეტული კონფლიქტის დასრულების შემდეგ“, - აღნიშნა ბრიჯიტ ბრინკმა.

 

 

big_banner
არქივი