ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდნტი, დონალდ ტრამპი მორიგ სკანდალში გაეხვა. ამჯერად ბრალდებების სამიზნე თეთრი სახლის ლიდერის სიძეა, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებს.
Washington Post-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ჯარედ კუშნერს ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამერიკაში რუსეთის ელჩთან საიდუმლო კავშირები ჰქონდა.
სკანდალური სტატიის გამო, აშშ-ის პირველ პირს განმარტებების გაკეთება დასჭირდა, თავად კუშნერი კი მედიას ადვოკატის მეშვეობით ეკონტაქტება.