logo_geo
ერდოღანი: კაცობრიობის წინაშე არსებული საერთო გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია საერთო დღის წესრიგის გამომუშავება
- +

20 სექტემბერი. 2022. 21:03

 

 

კაცობრიობის წინაშე არსებული საერთო გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია საერთო დღის წესრიგის გამომუშავება, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

„თურქეთის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ეფუძნებოდა საერთაშორისო ასპარეზზე მშვიდობის დამყარებაში წვლილის შეტანას. ჩვენ გავაგრძელებთ იმის თქმას, რომ უფრო სამართლიანი სამყაროს შესაძლებლობა არსებობს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე გაამახვილა ყურადღება უკრაინის გარშემო არსებულ სიტუაციასა და სასურსათო კრიზისის მოგვარებაში ანკარას წვლილზე.

 

„სტამბოლში მიღწეულმა მარცვლეულის შეთანხმებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მარცვლეულის მიწოდების უწყვეტობის უზრუნველსაყოფის კუთხით. ეს არის გაეროს ერთ-ერთი უდიდესი წარმატება ბოლო წლების განმავლობაში“, - აღნიშნა მან.

 

„ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას უკრაინაში ომის დასასრულებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრობლემის მოგვარებას [უკრაინის] ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე და უკრაინის დამოუკიდებლობის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ერთად ვიმუშაოთ გონივრული, სამართლიანი და სიცოცხლისუნარიანი დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად, რომელიც საშუალებას მისცემს რუსეთსა და უკრაინას დაძლიონ კრიზისი“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

 

 

big_banner
არქივი