logo_geo
ბორელი: უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარებამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შეიძლება გამოიწვიოს
- +

21 სექტემბერი. 2022. 01:26

 

 

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს რუსეთის გეგმებს უკრაინის ნაწილებში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე და არ აღიარებს მის შედეგებს.

 

„რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა, ვინც მონაწილეობს ამ „რეფერენდუმებსა“ და უკრაინაში საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევებში, პასუხს აგებენ და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები განხილვის საგანი იქნება“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

 

მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი