logo_geo
ავსტრალიის სანაპიროზე 230 ვეშაპი გამოირიყა
- +

21 სექტემბერი. 2022. 18:44

ავსტრალიაში, ტასმანიის დასავლეთ სანაპიროზე, 230 ვეშაპი გამოირიყა. არსებული ინფორმაციით, მათი ნაწილი ჯერ კიდევ ცოცხალია და ადგილზე მაშველები არიან მობილიზებულები, - ამის შესახებ BBC წერს.

როგორც ჩანს, ცხოველთა დაახლოებით ნახევარი ცოცხალია. საჭიროა კომპლექსური ოპერაცია“, - აცხადებენ ტასმანიის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტში.

როგორც BBC წერს, ადგილობრივები, შესაბამისი დახმარების გაწევამდე, ვეშაპებს გადასაფარებლებს აფარებენ და წყალს ასხამენ, რათა სიცოცხლე შეუნარჩუნონ.

შემთხვევის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

big_banner
არქივი