logo_geo
ბაიდენი: გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან წაშლა სცადა
- +

21 სექტემბერი. 2022. 19:42

 

 

გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან წაშლა სცადა.

 

„პრეზიდენტმა პუტინმა ევროპის წინააღმდეგ ბირთვული მუქარა განახორციელა და დაუფიქრებლად უგულებელყო [ბირთვული იარაღის] გაუვრცელებლობის რეჟიმი. ახლა რუსეთი უფრო მეტ ჯარისკაცს რთავს ბრძოლაში, ხოლო კრემლი ფიქტიურ რეფერენდუმს აწყობს უკრაინის ნაწილების ანექსიის მიზნით, რაც გაეროს წესდების უკიდურესად მნიშვნელოვანი დარღვევაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

„უკრაინას იგივე უფლებები აქვს, რაც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს. ჩვენ უკრაინის მიმართ სოლიდარულები ვიქნებით. წერტილი“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

big_banner
არქივი