logo_geo
ბაიდენი: ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდცა გწამდეთ, უკრაინაში რუსეთის ომმა ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ
- +

21 სექტემბერი. 2022. 19:47

 

 

 

ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდცა გწამდეთ, უკრაინაში რუსეთის ომმა ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

„ახლა ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს სკოლებზე, რკინიგზის სადგურებზე, საავადმყოფოებზე, უკრაინის ისტორიისა და კულტურის ცენტრებზე. ეს ომი ეხება უკრაინის სახელმწიფოდ არსებობის უფლებისა და უკრაინის ერად არსებობის უფლების ჩახშობას. ვინც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, რისიც არ უნდცა გწამდეთ, უკრაინაში რუსეთის ომმა ძარღვებში სისხლი უნდა გაგიყინოთ. ამიტომაც გენერალურ ასამბლეაზე 141 ქვეყანა შეიკრიბა, რათა ცალსახად დაგმოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ჯო ბაიდენის თქმით, თუ ქვეყნებს, როგორიც რუსეთია „შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი იმპერიული ამბიციები მათთვის შედეგის დადგომის გარეშე, მაშინ ჩვენ საფრთხეში ვაყენებთ ყველაფერს, რასაც სწორედ ეს ინსტიტუტი იცავს“.

big_banner
არქივი