logo_geo
მაკრონი: ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით პუტინი ახალ შეცდომას უშვებს
- +

22 სექტემბერი. 2022. 01:28

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ახალ შეცდომას უშვებს.

 

„ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინის მიერ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილება ახალი შეცდომაა. მე მკაფიოდ ვფიქრობ, რაც ჩვენ გვჭირდება არის მშვიდობა და ცეცხლის შეწყვეტა“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

 

„პუტინის გადაწყვეტილება ომის დონის გაზრდის შესახებ ცუდი ამბავია რუსი ხალხისთვის, ცუდი ამბავია რუსი ახალგაზრდებისთვის და ცუდი ამბავია რუსეთისთვის, რადგან ეს გაზრდის რუსეთის იზოლაციას. დღეს რუსეთი სულ უფრო და უფრო იზოლირებულია. ეს ომი მხოლოდ რუსეთს სურს. ეს ომი უკანონო და არალეგიტიმურია“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

 

big_banner
არქივი