logo_geo
ლატვიის პრეზიდენტი: პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია იმიტომ გამოაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ოდესღაც ძლევამოსილი არმია გაანადგურეს
- +

22 სექტემბერი. 2022. 01:54

 

 

გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილ ლევიტსმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია იმიტომ გამოაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ოდესღაც ძლევამოსილი არმია გაანადგურეს.

 

„უკრაინელი ხალხის გმირულ თავდაცვას წარმატება მოაქვს. პრეზიდენტ პუტინის მიერ დაგეგმილი ბლიცკრიგი დიდ კოშმარში გადაიზარდა“, - აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.

 

ლატვიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიის შესახებ „უკანონო რეფერენდუმების“ ჩატარების გეგმები რუსეთის სასოწარკვეთის კიდევ ერთი ნიშანია.

 

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ „ბირთვული შანტაჟის“ გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.

 

 

big_banner
არქივი